|
2023-04-11 22:47:50, 1506 ნახვა
მსოფლიო
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
სომხური და აზერბაიჯანული მედია ორი ქვეყნის სამხედროებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ იუწყებიან. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროება სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით 11 აპრილს, საღამოს გახსნეს ცეცხლი, როდესაც სომეხი სამხედრო მოსამსახურეები საინჟინრო სამუშაოებს ატარებდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი პოზიციები სომხების მხრიდან ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. "11 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პროვოკაციის მიზნით ინტენსიურად დაბომბეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ლაჩინის მიმართულებით. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ამჟამად ჩვენი პოზიციები სომხების მხრიდან ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლის ქვეშაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)