|
2023-04-11 11:09:21, 1110 ნახვა
საზოგადოება
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე," რომლის მიღების მიზანია, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევისა და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება. "შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი (მაგალითად, მტკვარზე, თბილისის ზღვასა და ა.შ. მცურავი საშუალებები), დღევანდელი კანონმდებლობით, არ ექცევა რეგულირების სფეროში, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტით, ისინი დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. საერთაშორისო პრაქტიკით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს და მიზანშეწონილია, საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს აქცევს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანოდ განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ხოლო შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ფუნქცია დაემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინცინდენტების მოკვლევის ბიუროს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)