|
2023-04-07 18:10:54, 837 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას უნდა ეფუძვნებოდეს
ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, თუ რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას სჭირდება, ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგი. „ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რუსეთის შეშფოთების გათვალისწინებას. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ცდილობს გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოდით, ახლა რუსეთი სწორად დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან – მაშინ ეს გახლავთ იმ სიტუაციის სიმპტომი, რომელიც შეიქმნა აშშ-ის მიერ გატარებული ხაზის შედეგად, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის სრული ჰეგემონიის დამკვიდრებისკენ. საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას გვჭირდება, ნაცვლად უნიპოლარულისა, ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგისა“, - განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)