11:54 - 22 Jul, 2026
|
2023-04-07 10:16:21, 878 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი ოთხ ირანელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
აზერბაიჯანის მთავრობამ ირანის საელჩოს 4 თანამშრომელი, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანელმა დიპლომატებმა ქვეყნის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომტების გაძევებას წინ უძღოდა აზერბაიჯანში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სეიედ აბას მუსავის დაბარება. ელჩს დიპლომატიურ უწყებაში, აზერბაიჯანთან მიმართებაში, ირანის "ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების" გამო უსაყვედურეს და 4 დიპლომატის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)