|
2023-04-06 17:12:35, 885 ნახვა
მსოფლიო
ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო
რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მცხოვრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმა გაავრცელა. რესპუბლიკური არმია აცხადებს, რომ უკრაინაში მოქმედ ანტიპუტინისტურ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ტატარსკის მკვლელობაზე, აქედან გამომდინარე მათ რუსეთის სახალხო დამცველს მოუწოდეს, რომ დაეხმარონ აფეთქებაში ეჭვმიტანილ დარია ტრეპოვასა და სხვა უდანაშაულო პირებს. "ჩვენ მოვამზადეთ და განვახორციელეთ 2023 წლის 2 აპრილის ქმედება Z-აქტივისტების ჯგუფისა და პირადად ცნობილი წამქეზებლისა და ომის პროპაგანდისტის, სამხედრო დამნაშავე მაქსიმ ფომინის, ცნობილი, როგორც ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ. ეს ქმედება მომზადებული და განხორციელებულია ჩვენს მიერ დამოუკიდებლად და არ გვაქვს კავშირი, არც დახმარება მიგვიღია არანაირი უცხოური სტრუქტურისგან, მით უმეტეს სპეცსმასახურისგან", - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა. რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)