|
2023-04-05 19:45:54, 822 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის განცხადება ცარიელი დაპირებებია
რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. იენს სტოლტენებრგმა ასევე აღნიშნა, რომ რაც დრო გადის რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული ხდება, ხოლო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება ისტორიული შეცდომა იქნება, რომელსაც ღრმა შედეგები მოჰყვება. „განცხადება, რომ ისინი განათავსებენ ტაქტიკურ შეიარაღებას, ბირთვულ იარაღს ბელარუსში მას შემდეგ, რაც მათ ხელი მოაწერეს ჩინეთთან შეთანხმებას, რომელიც საწინააღმდეგოს აცხადებს, აჩვენებს, რომ ეს ცარიელი დაპირებებია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ. დეკლარაციის მიღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)