|
2023-04-05 17:02:53, 907 ნახვა
მსოფლიო
რიაბკოვი - აშშ-სთან მწვავე კონფლიქტის ფაზაში ვართ
ახლა ჩვენ აშშ-სთან მწვავე კონფლიქტის ფაზაში ვართ, ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, მათ მიერ მიღებული ზომების ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკელები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად და გაუაზრებლად მოქმედებენ, ამით კი საქმე ესკალაციისკენ მიჰყავთ. "ახლა ჩვენ აშშ-სთან ცხელი კონფლიქტის ფაზაში ვართ. ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, სხვადასხვა მიმართულებებით. ამ ომის ზოგიერთი ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა. ჩვენი ამერიკელი მოწინააღდეგეები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად, მრავალმხრივ აბსოლუტურად გაუაზრებლად მოქმედებენ, საქმე უფრო შორს, ესკალაციისკენ მიჰყავთ, რადგან ისინი დაბრმავებული არიან თავის აბსურდულ და არაფერზე დაფუძნებული რწმენით, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლიათ. ეს ეჭვქვეშ აყენებს მათი ადეკვატურობის კოგნიტურ პოტენციალს. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლთან თამაშია", - განაცხადა რიაბკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)