11:54 - 22 Jul, 2026
|
2023-04-05 14:27:11, 955 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანა მარინის თქმით, შემდეგი კვირიდან ის ახალარჩეულ პარლამენტში დეპუტატი იქნება. "შემდეგი კვირიდან პარლამენტის წევრის რანგში დავიწყებ მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ უფრო მშვიდი ცხოვრება მექნება",- განაცხადა მარინმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ცნობისთვის, სანა მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრი 2019 წელს, 34 წლის ასაკში გახდა. ამასთან, 3 აპრილს, ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა და მემარჯვენე ეროვნული კოალიციისა და ფინეთის პარტიის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)