|
2023-04-05 11:30:41, 897 ნახვა
მსოფლიო
სენატორი მით რომნი - არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია
არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკელი" სენატორი მით რომნი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მით რომნის განცხადებით, ნიუ-იორკის პროკურატურის გადამეტებული ქმედებები მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. „არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურორის გადამეტებული ქმედებები ქმნის საშიშ პრეცედენტს პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაციისთვის და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისადმი“, - ამბობს მით რომნი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ტრამპს ბრალი 34 მუხლით აქვს წაყენებული. ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, მან პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. ექსპრეზიდენტის ბრალდებებს შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებაცაა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი წარდგენილი ბრალდებებიდან არც ერთს არ აღიარებს. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)