|
2023-04-04 22:35:04, 831 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების ცერემონიალზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, სწორედ ასე იქცევა ფინეთიც, თავისმხრივ ნატო-ს წევრობა კი, ფინეთის საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს აძლიერებს. „ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის დრო დასრულდა. ახალი დრო იწყება. ყველა ქვეყანა აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, ასე იქცევა ფინეთიც. ნატო-ს წევრობა აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და მანევრის სივრცეს. როგორც პარტნიორი, დიდი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდით ნატო-ს საქმიანობაში. როგორც მოკავშირე, ფინეთი წვლილს შეიტანს ნატო-ს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვაში. ფინეთის წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც ცვლის ფინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლებს. ფინეთი სტაბილური და პროგნოზირებადი ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის დავების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა საული ნიინისტომ. შეგახსენებთ, დღეს ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)