|
2023-04-04 21:44:56, 881 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - პუტინის წარმოებულმა ომმა დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც თავად სურდა
მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც პუტინს სურდა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. მისივე თქმით, ალიანსის მოკავშირე ქვეყნები ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებით მოხარულნი არიან, ვინაიდან ფინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს, მხარს უჭერს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. "მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა დააჩქარა ის, რისი თავიდან აცილებაც პუტინს სურდა დღეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში, საერთო მაგიდასთან და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს. მან დააჩქარა რისი პრევენციაც სურდა და აიძულა ბევრი ქვეყანა იზრუნონ თავდაცვაზე", - განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინეთი ოფიციალურად ნატო-ს წევრი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)