11:54 - 22 Jul, 2026
|
2023-04-04 16:51:05, 850 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა
ნატო-ს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება რუსეთს კონტრზომების მიღებას აიძულებს. "კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავებაა. ნატო-ს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ხელყოფა. ეს გვაიძულებს მივიღოთ კონტრზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად, ასევე სტრატეგიულად“,- ამბობს პესკოვი. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დღეს, 4 აპრილს ფინეთი შეუერთდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)