11:54 - 22 Jul, 2026
|
2023-04-04 16:05:56, 877 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ჰაავისტოს თქმით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ისტორიული მომენტია. დოკუმენტზე ხელის მოწერას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეიდან, ალიანსს 31 ქვეყანა ჰყავს. "ფინეთი უკვე NATO-შია! გილოცავთ! დღეიდან, ალიანსს 31 ქვეყანა ჰყავს. ძლიერი პარტნიორობა პოლონეთის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტიაა",- წერს მორავეცკი. ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)