|
2023-04-04 16:06:40, 889 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - პუტინს სურდა ნაკლები NATO თავის საზღვართან, მაგრამ სრულიად საპირისპიროს იღებს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ხდება "ისტორიულ მომენტში" და აღნიშნული ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. გენმდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზანი ნაკლები NATO-ს მიღება იყო მის საზღვრებთან, თუმცა მან საპირისპირო მიიღო. "პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემოჭრის მიზანი იყო ნაკლები NATO-ს მიღება, მას სურდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან, სურდა NATO-ს კარის დაკეტვა. ის სრულიად საპირისპიროს იღებს... არც ისე ბევრი წლის წინ, გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო, რომ ფინეთი გაწევრიანებულიყო ალიანსში. ახლა ის ჩვენი ალიანსის სრულუფლებიანი წევრია და ეს მართლაც ისტორიულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ფინეთი სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)