|
2023-04-04 11:58:06, 845 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და ADB-სთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის, მათ შორის, ირიგაციისა და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებითაც. „აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ირიგაციის მიმართულებით, საქართველოში ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე მომიჯნავე სექტორების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა დონორთან, ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვინც მხარს დაგვიჭერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ქვეყანაში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტულ საინვესტიციო მიმართულებებს (სასურსათო უსაფრთხოება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, ჰაერის ხარისხი, კლიმატის ცვლილება და სხვა) და პროექტების დაფინანსების მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ ყველა პროექტში გათვალისწინებული იქნება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კომპონენტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ახლო მომავალში, ახალი პროექტის დეტალებსა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს დეტალურად განიხილავენ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)