|
2023-04-04 10:33:04, 801 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ევროკავშირმა „დაკარგა“ რუსეთი და ამაში დამნაშავე თავადაა
რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მიიჩნევს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Arguments and Facts-თან ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთი "დაკარგეს". "ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ",- განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და აპირებს იმოქმედოს "მკაცრად, თუკი ეს საჭირო იქნება". ლავროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უარს იტყვის „ანტირუსულ კურსზე“, მოსკოვი განიხილავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)