|
2023-04-04 10:12:50, 917 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფეთქების შედეგად დაღუპული ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანება იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. "პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი თავდადებისთვის და გამბედაობისთვის, ომის კორესპონდენტს, ფომინ მაქსიმ იურიევიჩს (ვლადლენ ტატარსკი) გადაეცა სიმამაცის ორდენი“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა. რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)