|
2023-04-03 22:58:24, 886 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მოსალოდნელი ბრალდების წაყენების წინ გაფრინდა - ვიდეო
აშშ-ის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩიდან, ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მოსალოდნელი ბრალდების წაყენების წინ გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ღამეს თავის სასტუმრო Trump Tower-ში გაატარებს, რის შემდეგაც სამშაბათს მანჰეტენში სასამართლო სხდომას დაესწრება. ტრამპმა მომხდარი, როგორც პოლიტიკური დევნად და არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისთვის მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. საქმის დეტალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)