|
2023-04-03 16:20:56, 771 ნახვა
მსოფლიო
„ნატო-ს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშას პირველად ავწევთ“ - ფინეთი ხვალიდან ნატო-ს წევრი ხდება
ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალიდან ნატო უფრო ძლიერი გახდება, ფინეთი კი - გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური. „ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო შეიტანს“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, ფინეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)