|
2023-04-03 09:54:46, 785 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა და ვიცე-კანცლერი კიევში გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მცირე დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება. ცნობისთვის, მანამდე კიევს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ეწვია. როგორც კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, იაპონიის ხელისუფლება კიევს ენერგიისა და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებისთვის 470 მილიონ დოლარს გადასცემს, ხოლო 30 მილიონ დოლარს არალეტალური აღჭურვილობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)