|
2023-03-31 09:21:53, 1303 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. დოკუმენტს მხარი 276-მა დეპუტატმა დაუჭირა და თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო წევრი, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ამასთან, როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება "მთელ ოჯახს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის". „მივესალმები თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის კენჭისყრას ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაციის დასასრულებლად“,- წერს სტოლტენბერგი. აღსანიშნავია, რომ 27 მარტს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება უნგრეთის პარლამენტმაც მოახდინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)