|
2023-03-31 09:19:29, 1314 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - აშშ WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას გმობს და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან ჰერშკოვიცის დაკავებას გმობს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, დაკავებულ ჟურნალისტთან საკონსულო წვდომის მოპოვებას ცდილობენ. პრესმდივნის თქმით, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ დატოვონ. "რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰერშკოვიცის დაკავებას. მსურს მტკიცედ გავიმეორო, რომ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება და არ გაემგზავრონ რუსეთში. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა", - განაცხადა კარინე ჟან-პიერმა. ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ჰერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)