13:06 - 22 Jul, 2026
|
2023-03-30 12:06:20, 1278 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა - რუსეთი 400 000 „მოხალისის“ მობილიზებას გეგმავს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ემზადება ძირითადი სამხედრო რეკრუტირების კამპანიის დასაწყებად, რათა დამატებით 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მობილიზება მოახერხოს. როგორც ბრიტანული დაზვერვის განახლებაშია ნათქვამი, კრემლი ჯარში ნებაყოფლობით 400 000 ადამიანის გაწვევას ვერ შეძლებს. "რუსეთი კამპანიას წარმოაჩენს, როგორც მოხალისე, პროფესიონალი პერსონალისკენ სწრაფვას და არა ახალ სავალდებულო მობილიზაციას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი კამპანია მოიზიდავს სასურველ 400 000 მოხალისეს",- წერს დაზვერვა. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს იმაზე მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა სჭირდება, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)