13:05 - 22 Jul, 2026
|
2023-03-30 10:10:45, 1357 ნახვა
მსოფლიო
IAEA-ს დირექტორი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია არ გაუმჯობესებულა
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. გროსის თქმით, რაიონში სამხედრო აქტივობა და ჯარების რაოდენობა იმატებს. მას არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა როგორც რუსულ, ისე უკრაინულ ძალებს. გროსიმ განაცხადა, რომ ქარხნის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნის თავდაპირველი გეგმები „განვითარდა“ ქარხნის უფრო მეტად დაცვისკენ და დასძინა, რომ ქარხანაში მძიმე სამხედრო ტექნიკა არ უნდა იყოს. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური რუსული ძალების მიერ გასული წლის მარტიდანაა ოკუპირებული და ახლა მას რუსული ატომური სააგენტო ROSATOM-ი მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)