13:06 - 22 Jul, 2026
|
2023-03-30 09:16:22, 1393 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - შესაძლოა, 27 აპრილს, ბატონი პუტინი თურქეთში ჩამოვიდეს
შესაძლოა, 27 აპრილს, ბატონი პუტინი თურქეთში ჩამოვიდეს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი, შესაძლოა, დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. “ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად, ან ცერემონიაში მონაწილეობა ონლაინ მიიღოს",- განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, კრემლმა უარყო თურქული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი თურქეთში ვიზიტს გეგმავს. მათი განცხადებით, პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)