|
2023-03-29 10:07:59, 1445 ნახვა
მსოფლიო
„ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ“ - ზელენსკიმ სი ძინპინი კიევში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კიევში მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი არ ჰქონია, ამიტომ სურს, რომ სი ძინპინი უკრაინას ეწვიოს. "ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ. მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მქონდა მასთან შეხება, მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მქონია", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც Associated Press-ი წერს, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის შემდეგ, გაჩნდა პერსპექტივა, რომ პეკინი, შესაძლოა, მზად იყოს, მოსკოვს მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მას ამოწურული მარაგის შესავსებად სჭირდება. შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით 20 მარტს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერმა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)