14:19 - 22 Jul, 2026
|
2023-03-27 01:13:06, 1412 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში აქციის მონაწილეები ნეთანიაჰუს სახლის წინ, იერუსალიმში იკრიბებიან - ვიდეო
ისრაელში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც სასამართლო რეფორმის შეჩერებას მოითხოვდა. აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის ღობე და იკრიბებიან ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს სახლის წინ, იერუსალიმში. თელ-ავივშიც დაიწყეს ბარიკადების აგება. პარალელურად, ნიუ-იორკში ისრაელის გენერალურმა კონსულმა ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების გამო გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც Jerusalem Post-ი წერს, ათასობით დემონსტრანტი შეკრებილია იერუსალიმში, აზზას ქუჩაზე, სადაც ნეთანიაჰუს რეზიდენცია მდებარეობს. ცნობების მიხედვით, მათ უსაფრთხოების ზომები გადალახეს და შენობაში შეღწევას ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)