|
2023-03-24 08:53:19, 954 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება. პოდოლიაკის თქმით, სახელმწიფოს მეთაურებს შორის საუბრის ორგანიზებაში პრეზიდენტის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულნი. "ორგანიზაციულად ამით პრეზიდენტის ოფისიც და საგარეო საქმეთა სამინისტროს არიან დაკავებულები - ერმაკიც და კულებაც. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, დღეს ომის არასწორი დასრულების შედეგების ახსნა პრაქტიკულად არავის შეუძლია, რადგან პრეზიდენტი ძალიან მკაფიო აქცენტებს აკეთებს როგორც ჩვენს მოკავშირეებთან, ასევე ნეიტრალურ ქვეყნებთანაც" - აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე კვირაში ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. ჩინეთის ლიდერის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომს უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვს პირველად ესტუმრა. ის ასევე, პირველი ლიდერი იყო, რომელიც ვლადიმერ პუტინს ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)