|
2023-03-22 22:03:24, 1814 ნახვა
კომენტარი
ჩალაძე „ვივამედის“ განცხადებაზე - პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ
პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედის" განცხადებას. მისივე თქმით, სააკაშვილის საკითზე ინფორმირებული არის ყველა ამერიკული და ევროპული წამყვანი სააგენტო და დაწყებულია დიპლომატიური ქმედებები. "ვიდრე ამ ეთერში განცხადებას გავაკეთებდით, მომხდარი არის აშშ-ში და ევროპაში სრული კომუნიკაცია ყველა წამყვან სააგენტოს ხელმძღვანელთან. ყველა საქმის კურსშია და დიდი იმედი მაქვს, პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ. ამას მოჰყვება ძალიან კონკრეტული შედეგები, პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედმა" განაცხადა, რომ იძულებულნი ხდებიან, რომ მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტი სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, ის შეთავაზებულ მკურნალობას არ იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)