|
2023-03-22 10:22:03, 886 ნახვა
მსოფლიო
კარიმ ხანი - რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა
რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა,- ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები არ არიან ქვეყნის საკუთრება და არც ომის ნადავლი. „თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე. თუ უსაფრთხოდ არ არიან, უნდა გადაიყვანოთ უკრაინის უსაფრთხო ნაწილში. თუ ეს შეუძლებელია, ნეიტრალურ მესამე ქვეყანაში. რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის უბრალოდ დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, მათ ხვდებიან უცნობები, რომლებიც მოულოდნელად მათი მშვილებლები ხდებიან. ბავშვები არ არიან საკუთრება და არც ომის ნადავლი“,- განაცხადა კარიმ ხანმა. კარიმ ხანის თქმითვე, რუსეთი არ უარყოფს ჰააგის სასამართლოს ბრალდებებს, პირიქით "მათ საპატიო ნიშნად ატარებს". „ბავშვები არ არიან ქვეყნის საკუთრება, რომელთა გადაყვანის ახსნაც პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნებით შეიძლება. ეს კანონით უნდა დარეგულირდეს და უნდა იყოს დაცული“,- დასძინა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)