|
2023-03-22 09:28:29, 831 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა
პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც, პაკისტანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა, ხოლო ჩრდილოეთ პროვინციის საავადმყოფოები ღამით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. რაც შეეხება ავღანეთს, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, დაზიანდა სახლები და შენობები ორივე ქვეყანაში. ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა 1 000 კილომეტრზე მეტი სიგანის ტერიტორიაზე. მიწისძვრა იგრძნო 285 მილიონმა ადამიანმა: პაკისტანში, ინდოეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ავღანეთსა და თურქმენეთში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯურმის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში დაფიქსირდა, მისი სიღრმე 187 კილომეტრზე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)