|
2023-03-21 10:37:18, 1079 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - უნგრეთმა ჰააგის გადაწყვეტილებაზე EU-ს ერთობლივი განცხადება დაბლოკა
უნგრეთმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე, ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო“. "ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც პასუხისგების პროცესის დაწყებას და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც უკრაინაში მათი ბრძანებით ჩადიან", - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში. უნგრეთმა ასევე არ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელიც ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად გაავრცელეს. როგორც Bloomberg წერს, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 23-24 მარტს გამართულ ევროსაბჭოს სხდომის განცხადებაშიც გამოჩნდება. მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, უფრო მკაფიო ფორმულირება მოითხოვოს. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)