|
2023-03-20 13:26:40, 621 ნახვა
საზოგადოება
გენერალურმა პროკურორმა ბაჰრეინის სამეფოში შეხვედრები გამართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს ალი ალბუაინაინს, ბაჰრეინის სამეფოს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი,და ბაჰრეინის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ბაჰრეინის გენერალურმა პროკურორებმა ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოცდილების გაზიარებას და მხარეებს შორის რეგულარული კომუნიკაციის მექანიზმების შექმნას. შეხვედრაზე მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოში სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, - აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)