|
2023-03-20 13:13:31, 691 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში იყო - სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. იოსელიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში დახვდა. "სამედიცინო სიმძიმეზე ვერ ვისაუბრებ. მასთან საუბარი მქონდა იმ მანდატის ფარგლებში, რაც მასთან შემიძლია, სახალხო დამცველის აპარატმა, რომ ზედამხედველობა გავაგრძელოთ მის ჯანმრთელობაზე. ასევე კონსილიუმთან დაკავშირებით ვუთხარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსილიუმთან ურთიერთობას და შემდგომ კონსილიუმი გადაწყვეტს, რა ფორმით ან როდის შეძლებს მონახულებას. გარდა ამისა, ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ, რაც არ არის საჯაროდ სალაპარაკო. მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივად არის გამხდარი, ვინაიდან მას წონა აქვს დაკლებული. ამაზე მეტად, მისი მდგომარეობის შეფასება ჩემი მხრიდან, არ იქნება სწორი. ის იყო მწოლიარე მდგომარეობაში და ფეხზე არ წამომდგარა. სახალხო დამცველის აპარატს აქვს, თავისი მანდატი, ხოლო კონსილიუმს, კი თავისი. კონსილიუმი ალბათ კიდევ მოინახულებს და თავის დასკვნასაც გამოაქვეყენებს. ჩვენ კონსილიუმის საქმიანობაში ასე პირდაპირ ვერ ჩავერევით",- განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)