15:22 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 12:00:57, 1470 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჰააგის სასამართლოს მიმართულებით

სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით,- ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მედვედევის თქმით, ჰააგის სასამართლო „უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა“. 

"ბატონებო, ყველა დადის ღმერთისა და რაკეტების ქვეშ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი "ონიქსის" მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. ვერავინ ჩამოაგდებს მას. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომი არ დაიწყება. მათ შეეშინდებათ. შემბრალებელიც არავინ იქნება. ასე რომ, მოსამართლის მოქალაქეებო, ყურადღებით შეხედეთ ცას,- წერს მედვედევი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასულ კვირას გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics