|
2023-03-20 11:53:07, 723 ნახვა
საზოგადოება
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე (UNODC) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს, ქეითლინ მერედისს და ამავე ოფისის ეროვნული პროექტის ოფიცერს, მარუფ ხაკიმოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი ესწრებოდნენ. "გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, UNODC-ის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს პროკურატურის მიერ დონორებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების, ასევე, პროკურატურის საჭიროებების თაობაზე. UNODC-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს 2022-2023 წლებში გამართული ორი სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზებისთვის და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)