01:18 - 26 Jul, 2026
|
2023-03-20 10:39:48, 723 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობამ სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გამართა
გლდანის გამგეობის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში’’ ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა. მასში რაიონის 23 სკოლა ჩაერთო. გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N79 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N120 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N175 სკოლამ დაიკავა. "ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად. ინტელექტუალურ თამაშში ,,რა ?სად? როდის?’’ გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი დაესწრო", - ნათქვამია გლდანის გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)