|
2023-03-18 18:33:58, 1582 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ადმინისტრაციულ შენობაში, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. აღსანიშნავია, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებული იყო ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასახული იყო ვიდეოჩანაწერზე. დაზარალებული თანახმა იყო ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათების, თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, თუმცა ბრალდებულმა უარი განცხადა საპროცესო შეთანხმებაზე და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)