|
2023-03-17 14:55:35, 1059 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს
გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 12 მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი გლდანის VII მიკრორაიონის N22 კორპუსის ათივე სადარბაზოში, დაახლოებით,595 გრძივ მეტრზე იცვლება. აღნიშნულისთვის 103 248 ლარია გათვალისწინებული. "ამავე პროგრამით, გლდანის VII მიკრორიაონის N21 კორპუსში დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უმოკლეს დროში კი წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. ჯამში, აღნიშნულისთვის 178 181 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100 %-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს", - აღნიშნულია გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)