|
2023-03-17 11:37:52, 891 ნახვა
საზოგადოება
მერია - ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება
ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, 18 მარტის 00:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირისა და ნავთლუღის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და სამგორის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთებსა და მოსკოვის გამზირის N2-ის მიმდებარედ. "სამუშაოები, რომელიც მოძრაობის შეფერხებას ან გზის შევიწროებას გამოიწვევს, ძირითადად, იწარმოებს ღამის საათებში, ხოლო დღის განმავლობაში, ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სამუშაოები განხორციელდება მოძრაობის მცირედი შეფერხებით. სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, არსებული საგზაო-სატრანსპორტო სქემის შესაბამისად", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)