|
2023-03-17 11:17:32, 1005 ნახვა
საზოგადოება
„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება
„მობილური იუსტიციის სახლის" გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის ქვემო ქართლის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 23 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის. „მობილური იუსტიციის სახლის" ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მცხოვრებთ მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ. „მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს. პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს მოიცავს. „მობილური იუსტიციის სახლის" 20 ავტომანქანა წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)