|
2023-03-17 09:10:19, 1367 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია - ალან გაგლოევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და „სამხრეთ ოსეთში“ დაპატიჟა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ე.წ "სამხრეთ ოსეთში" დაპატიჟა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. პუტინის თქმით, რუსეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს" შორის არსებული ურთიერთობების დახასიათება ზედმეტია, რადგან "განსაკუთრებული ხასიათი აქვთ, მათუმცა ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც". “გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდამ 12% შეადგინა, პრინციპში კარგი მაჩვენებელია. თითქმის ყველა პროგრამა ვითარდება: საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური დახმარების პროგრამა, "სამხრეთ ოსეთის" საკრედიტო დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამა”,- განაცხადა პუტინმა. ამასთან, როგორც გაგლოევმა განაცხადა, “რესპუბლიკის ურთულეს მომენტებში” რუსეთი ყოველთვის გვერდში ედგა და დღესაც ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს. მედიის ცნობითვე, შეხვედრისას გაგლოევმა პუტინი საპატიო სტუმრის რანგში “რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავის” აღსანიშნავად დაპატიჟა. „ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე რთულ დროს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის გვერდში გვედგა. მხარს გვიჭერს და ამ დრომდე შეუფასებელ დახმარებას გვიწევს. გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, როცა სამხრეთ ოსეთის ხალხი სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ დროული და სწორი გადაწყვეტილების შემდეგ აგრესორი გაჩერდა. ჩვენ მხოლოდ მადლობის სიტყვებს არ ვამბობთ და ვალს საქმით ვიხდით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ოსი მებრძოლები რუს ძმებთან ერთად ჩვენს საერთო ისტორიას, ღირებულებებსა და რწმენას იცავენ. უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველა გამარჯვებაში დარწმუნებული მიდის. ბევრი მათგანი რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითაც არის დაჯილდოებული. წელს ჩვენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრად“,- განაცხადა გაგლოევმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)