|
2023-03-16 15:37:06, 886 ნახვა
საზოგადოება
ხაჭაპურიძე - სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, ის აქ მოკვდება
სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, ის აქ მოკვდება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ "TV პირველთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხალისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან პაციენტი საქართველოში თუ დარჩა, მოკვდება. "პირველ რიგში ჩამოვიდნენ - ხელისუფლების მიმართ ნდობა და მათი ავტორიტეტი იმდენად შელახულია, რომ სიმართლე გითხრათ, სანამ პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსულს და ბატონ სააკასვილთან შესულს არ დავინახავ, მანამდე მსგავს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. თუ ისინი ჩამოვლენ, დარწმუნებული ვარ, პოლონელი ექიმების დასკვნები დაადასტურებენ უცხოელი საერთაშორისო დონის ექსპერტების დასკვნებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იქნას საზღვარგარეთ გადაყვანილი. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი კიხდევ უფრო გაძლიერდება. სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია. ის აქ გარდაიცვლება",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)