|
2023-03-15 15:16:08, 768 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლები პანკისის მოსახლეობას შეხვდნენ
თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ. გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მოსახლეობას შეხვდნენ. პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. შეხვედრაზე, პროკურატურის წარმომადგენლებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)