|
2023-03-14 14:21:39, 820 ნახვა
საზოგადოება
„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს
პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე ანტიდასავლური და ძალადობრივი განცხადებებიც გააკეთეს. ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, პრორუსული მოძრაობის მიერ ნასროლი ქვა მათ ოფისში შევარდა, რის გამოც ერთი ადამიანი დაშავდა. "არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის",- წერს ზაზა ბიბილაშვილი და ფოტოს აქვეყნებს:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)