|
2023-03-13 22:44:06, 1602 ნახვა
კომენტარი
ყაველაშვილი ყიფიანზე - მას უშუალოდ ეხებოდა „უცხოური აგენტების“ კანონი, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს
ვიქტორ ყიფიანს, ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "უცხოური აგენტების" შესახებ კანონმდებლობამ ვიქტორ ყიფიანი ძალიან აანერვიულა რადგან მასაც მოუწევდა, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. "ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს... ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე, ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის უცნაური სულაც არ არის", - განაცხადა ყაველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)