|
2023-03-13 18:50:33, 861 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა
ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე. „ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე 9 თვის მაჩვენებლებში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა). სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)