|
2023-03-13 11:52:10, 729 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის უწყებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ აკურთხა, რის შემდეგაც წმინდა ჟამის წირვა აღევლინა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის სახელობის ტაძარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით, ასევე პირადი შემადგენლობის ჩართულობით აშენდა. მოგვიანებით. მინისტრი აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა სასადილო, სადაც კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)