06:13 - 26 Jul, 2026
|
2023-03-07 23:25:36, 1311 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის უწყება - სოციალურ ქსელში თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, რაც სიცრუეა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. "სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)