|
2023-03-02 14:32:59, 659 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - წინა შეხვედრასთან შედარებით დიდი სხვაობაა - ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდის
თუ შეჭამს და გული არევა ან კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ არ იღებს საკვებს? - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, წინა შეხვედრასთან შედარებით, სხვაობა დიდია და "ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდის". "როცა ექიმი ამბობს, რომ საკვებს არ იღებს იმიტომ, რომ მერე გული ერევა,მერე მაინც არ იღებს და ისევ გული ერევა, რას ნიშნავს საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს და გული აერევა ან კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ არ იღებს საკვებს? მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ეჭვი რომ მქონდეს, რომ ის ოდნავ მაინც, განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვვევაში ზიარების უფლებას არ მივცემდი... ორი კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ ძალიან დიდი სხვაობა იყო წინა შეხვედრასთან შედარებით და ახლაც ძალიან დიდი სხვაობაა. ყველაფერი ძალიან ცუდისკენ მიდის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)